პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ჭეიშვილი აცხადებს, რომ მსჯავრდებულებმა დანაშაული აღიარეს, რის შემდეგაც ხელისუფლების მხრიდან გადაიდგა ჰუმანური ნაბიჯები.
"ესენი იყვნენ დამკვეთები და ესენი ავალებდნენ ამ ბავშვებს, თუ რა უნდა გაეკეთებინათ იმ არეულობის დროს აქციაზე. პოლიციელის ცოცხლად დაწვის მომენტს ვიხსენებ კიდევ ერთხელ და იმას, როდესაც 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღებას აპირებდნენ. ეს იყო ზუსტად ამ ადამიანების დავალება და როგორ გგონიათ, ახლა ამათ გაუხარდებათ ან მოეწონებათ ის პროცესი, რომ ეს ბავშვები გარეთ გამოვიდნენ და ბრალი აღიარეს? ამ ბავშვებმა ითანამშრომლეს სახელმწიფოსთან, მოინანიეს ჩადენილი დანაშაული, აღიარეს თავიანთი ბრალი და იქნენ შეწყალებულნი, რაზეც არაერთხელ განაცხადა პრეზიდენტმა, პრემიერმაც, რომ ამ შემთხვევაში იქნებოდა ჩვენგან ჰუმანური ნაბიჯი გადადგმული. არ მოეწონებათ, რა თქმა უნდა, დამკვეთებს.
ესენი არიან ქვეყნის მტრები თავიდან ბოლომდე და ამათ უნდათ, რომ რაც მეტი პატიმარი ეყოლება სახელმწიფოს, გამოვლენ და იტყვიან, რომ ესენი არიან პოლიტპატიმრები," - აცხადებს ჭეიშვილი.




