თვენახევრიანი პოსტოპერაციული პაუზის შემდეგ მამუკა მდინარაძე ტელეკამერებთან გამოჩნდა და როგორც სჩვევია, გამოჩენისთანავე მძიმე დარტყმები მიაყენა ნაცმოძრაობის კლასტერს; სალომე ზურაბიშვილს თავისი სახელი დაარქვა; მათი ტელევიზიები და ჟურნალისტები სიცრუეში ამხილა, თანაც კონკრეტული უმყარესი არგუმენტებით. მოკლედ, რამდენიმე შედეგიანი პიარული დრიბლინგი ჰქონდა ორ დღეში! - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი.
"ამას მაშინვე მოყვა შესაბამისი რეაქცია და დღეს ნაცმოძრაობის ტელევიზიების საინფორმაციო საშუალებები გაიხსნა ამბით, რომ მდინარაძე ამერიკამ დაასანქცირა!
ამოცანა გვეკითხება, ნაცებს ძალიან ეტკინათ და "ფეიკით" აქეთ ცდილობენ შეტევაზე გადმოსვლას თუ ამხელა ზესახელმწიფო რეაგირებს მართლა ასე სწრაფად ნაცების გაბანძებაზე?! მეორე შემთხვევაში, ნაცმოძრაობის ტელევიზიებმა ასე სწრაფად საიდან გაიგეს? (თვითონ ამბობენ, მდინარაძეს ამჟამად ვიზა არა აქვს და წასვლას თუ ეცდება, მერე გაიგებს, მაგრამ ჩვენ უკვე ვიცითო ) მე მაინც პირველი ვერსიისკენ ვიხრები “- წერს რატი იონათამიშვილი.