სამწუხაროდ, ზოგიერთი ჩვენი პარტნიორი ზოგ შემთხვევაში არის სამიზნე დეზინფორმაციის, რომელიც ძალიან ინტენსიურად ვრცელდება ჩვენი ოპონენტების მხრიდან და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ კუთხითაც, რომ ბატონ შარლ მიშელს ჰქონდა შესაძლებლობა პრემიერ-მინისტრისგან ფაქტებზე დაფუძნებული არგუმენტები მოესმინა, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
მისი თქმით, შარლ მიშელთან შეხვედრა ყოველთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია.
„ის დაინტერესდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებით და ჰქონდა შესაძლებლობა მოესმინა საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან სიმართლეზე, ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში რეალობაა. სამწუხაროდ, ზოგიერთი ჩვენი პარტნიორი ზოგ შემთხვევაში არის სამიზნე დეზინფორმაციის, რომელიც ძალიან ინტენსიურად ვრცელდება ჩვენი ოპონენტების მხრიდან და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ კუთხითაც, რომ ბატონ შარლ-მიშელს ჰქონდა შესაძლებლობა პრემიერ-მინისტრისგან ფაქტებზე დაფუძნებული არგუმენტები მოესმინა. პრემიერ-მინისტრმა რა თქმა უნდა, სრულყოფილად გაუზიარა მას ყველა ის მოვლენა, მოცემულობა, რაც დღეს ქვეყანაშია“,- აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა.








