სქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროკომისიის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის  კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის შესახებ ბრიუსელიდან ეხმაურება.

"გილოცავ, საქართველო! ევროკომისიამ ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ დადებითი რეკომენდაცია გასცა. ეს არის საქართველოს მიერ ამ მნიშვნელოვან გზაზე გაწეული ძალზე ინტენსიური მუშაობის აშკარა აღიარება. ჩვენ ერთად ვაჩვენეთ ჩვენი ძალა, ერთიანობა და ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულება. ველით საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბერში," - წერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი  X-ის პირად გვერდზე.

ცნობისთვის: ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა