საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი არგენტინაში ვიზიტის ფარგლებში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრა ქ.ბუენოს აირესში საქართველოს საელჩოში გაიმართა და მას ესწრებოდნენ არგენტინაში ისტორიულად მცხოვრები ქართველები, რომელთან ნაწილი არგენტინაში საბჭოთა რეპრესიების პერიოდში, მეორე მსოფლიო ომის დროს, ხოლო მცირე ნაწილი კი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ 90-იან წლებში ჩამოვიდა.


მინისტრმა შეხვედრაზე მადლობა გადაუხადა დიასპორის წარმომადგენლებს ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის. მან ასევე ისაუბრა არგენტინაში განხორციელებულ ვიზიტზე და მის შედეგებზე, ასევე საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს და ქვეყნის განვითარებაზე.