დასავლური ძალები, განსაკუთრებით კი ევროკავშირი, აიძულებენ სახელმწიფოებს, გააკეთონ არჩევანი. მათი მიდგომაა, „ან ხართ ჩვენს მხარეს, ან მაშინ რუსეთის“, სწორედ ასეთი მიდგომაა საქართველოს შემთხვევაში, ეს არის ყველა თვალსაზრისით არასწორი მიდგომა, - განაცხადა ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა იან პრაუდმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
მისი თქმით, თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ერთ-ერთი საკითხი, რაც მიმოიხილა, ეგრეთწოდებული ბიპოლარული დიპლომატია იყო.
„ვგულისხმობ შემდეგს - დასავლეთი, ევროკავშირი და ნატო, ასევე ბაიდენის ამერიკა, შედარებით მცირე სახელმწიფოებს რომელიმე მხარეს დადგომას და არჩევანის გაკეთებას აიძულებდნენ. მაგალითად, უკრაინას უნდა აერჩია დასავლეთი და არა რუსეთი.
ყველგან, საითკენაც არ უნდა გაიხედოთ, დასავლური ძალები, განსაკუთრებით კი ევროკავშირი, აიძულებენ სახელმწიფოებს. გააკეთონ არჩევანი. მათი მიდგომაა, „ან ხართ ჩვენს მხარეს, ან რუსეთის“, სწორედ ასეთი მიდგომაა საქართველოს შემთხვევაში, ეს არის ყველა თვალსაზრისით არასწორი მიდგომა.
საქართველოსთვის სჯობს, რომ ყველასთან კარგი ურთიერთობები ჰქონდეს. არ არის საჭირო ნატოსა და ევროკავშირის მხარეს დადგომა, ეს თავისთავად რუსეთთან კონფლიქტს გამოიწვევს“, - განაცხადა იან პრაუდმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ნატოში გაწევრიანების მიზეზით წარმოქმნილ დაძაბულობასთან დაკავშირებით საქართველოს დიდი გამოცდილება აქვს.
„საქართველოს ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს, როდესაც საქმე ეხება ნატოში გაწევრიანების მიზეზით მოტანილ დაძაბულობას. გავიხსენოთ 2008 წელი, თქვენ გაქვთ შესაბამისი გამოცდილება, იცით, რა არის საჭირო და ეს არის ყველასთან კარგი ურთიერთობის უზრუნველყოფა, ეს ხომ ნათელია.
მაგრამ ამავე დროს მაინც, დასავლეთში გადაწყვეტილების მიმღები ადამიანები სხვადასხვა დედაქალაქში ამ მოცემულობას ვერ იაზრებენ. თქვენ გჭირდებათ ყველასთან კარგი ურთიერთობები, რათა განაგრძოთ ეს შთამბეჭდავი ზრდა“, - განაცხადა გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა.