„გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, სამოქალაქო დაუმორჩილებლობა უნდა გამოაცხადონ თუ თავდაცვის ახალი კოდექსი მაისიდან ძალაში შევა.

„ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელმსახურები, მოგეხსენებათ, მღვდელმსახურები არიან. მათი გაწვევა სამხედრო სამსახურში დაუშვებელია. სისტემა ასეთ ადამიანებს ალტერნატიულ სამხედრო სამსახურში უშვებს, რომელიც ჯერ ზუსტად არავინ იცის რა არის, მაგრამ არსებული მონაცემებით რაც არის, ესაა: 112, სხვადასხვა სამშენებლო კომპანია, საავადმყოფო და ასეთი ტიპის სამოქალაქო დაწესებულებები. ყველა ასეთ ორგანიზაციას, რომელიც თანხმობას განაცხადებს ჩვენი მღვდელმსახურის მონად მიღებაზე, „ბიბლიურ თავისუფლების“ ანათემას გადავცემთ", - განაცხადა ხვიჩიამ.

ხვიჩიამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ თუ „ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელმსახურებს ალტერნატიულ სამსახურში, მაგალითად, საავადმყოფოში გაიწვევენ, მათ იქიდან უნდა „გამოიხსნან მონა, რომელიც იქ თავისი ნების გარეშეა”.