მიშა თუ მართლა გაფლანგვაზეა დასაჭერი,  9 წელი იყო ხელისუფლებაში და 9 მილიონზე მეტი თუ არ გაუფლანგია კაცს და 8 ათას ლარად მუშაობდა, ჩვენ ხომ სინამდვილეში უნდა ვაჯილდოებდეთ, რა ციხეში დაჭერა?!- ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„მიშას რაზეც ასამართლებენ, ზოგადად, კოსტიუმებიც და კიდევ სხვა ხარჯებიც რომ შედის, ესეც ამ ნარატივის ნაწილია. შენ რომ პრეზიდენტი ხარ და შვილის სწავლას აფინანსებ სადღაც და საუბრობ, რომ შემოსავალი ოფიციალურად იმდენი არ გაქვს, რომ შვილის სწავლა დააფინანსო, ისე რომ მერე ვიღაც არ შემოგედავოს, ესეც ამ პრობლემის ნაწილია. იმავეზე ხომ ღარიბაშვილიც დასაჭერია, მაგრამ მეორენაირად რომ შეხედო, როგორ შეიძლება პრემიერ-მინისტრს, ან პრეზიდენტს შვილის დაფინანსებისთვის საკმარისი ფული არ ჰქონდეს და რომ საიდანღაც გამოიყო, ის კრიმინალად ითვლებოდეს? მართლა უკუღმა გვაქვს ტვინი...  მიშა თუ მართლა გაფლანგვაზეა დასაჭერი,  9 წელი იყო ხელისუფლებაში და 9 მილიონზე მეტი თუ არ გაუფლანგია კაცს და 8 ათას ლარად მუშაობდა, ჩვენ ხომ სინამდვილეში უნდა ვაჯილდოებდეთ, რა ციხეში დაჭერა?! სხვანაირად რომ შევხედოთ ამ ყველაფერს, რა გიჟობა გვაქვს პოლიტიკაში მოწყობილი",- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.