როგორ შეიძლება, მელია და გვარამია რომელიმე პარტიაში მივიდნენ და არ გაანაცონ?, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„როგორ შეიძლება, მელია და გვარამია რომელიმე პარტიაში მივიდნენ და არ გაანაცონ, იმიტომ რომ ორივე მნიშვნელოვანი ლიდერი იყო ნაცების, სპიკერები იყვნენ და როგორ შეიძლება ასე მოკლე დროში შესაძლებელია გამიჯნო ისინი ნაცებისგან. გასაგებია, რომ შიგნით ურთიერთობა არ აქვთ ერთმანეთთან და ჩხუბობენ, მაგრამ ეს სხვა საკითხია“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.