რიკოთზე მე და ჯგერეს მანქანა დაგვეჯახა და მანქანა ევაკუატორს გავატანეთ თბილისში, ხოლო ბათუმში  იმან წამოგვიყვანა ვინც დაგვეჯახა - წერს პარტია "გირჩის" დეპუტატი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში:

"ბათუმში 12 დღის წინ ჩამოვედი 3 დღით, ქორწილში.

რიკოთზე მე და ჯგერეს მანქანა დაგვეჯახა და მანქანა ევაკუატორს გავატანეთ თბილისში, ხოლო ბათუმში  იმან წამოგვიყვანა ვინც დაგვეჯახა.

ბათუმიდან თბილისში დაბრუნება რთულია, მით უმეტეს თუ მანქანა არ გყავს და თან არც მაინცდამაინც გინდა ეს.
ამიტომ თბილისში დაბრუნების ნაცვლად გადავწყვიტე აქ მემუშავა და 14 გადაცემა ჩავწერე ბათუმზე.
ნელ- ნელა ყველა მათგანს იხილავს მაყურებელი.

გუშინ მოვრჩი, გადაცემის გუნდი გავუშვი და დღეს ბოლო დასვენების დღე მაქვს ფაქტობრივად.

ბოლო არ იქნებოდა და საპარლამენტო სესიების დაწყებამდე აქედან ჩემ წასაყვანად ძალადობა იქნებოდა საჭირო, მაგრამ ხვალ თბილისში, ცისკარზე, დევიდ აუგუსტი უკრავს და წლებია ამას ველოდები.

ამდენი იმიტომ ვწერე, რომ მჯერა, მარტო მე არ ვარ ასეთი და სხვებსაც გაქვთ თქვენი მიზეზი, ასეთ უდროო დროს თბილისში დაბრუნების.

ამასთან თუ ერთი ადგილი გექნებათ მანქანაში და საზ ტრანსპორტისთვის არ გამწირავთ, არც მე დაგტოვებთ სათანადო მადლობის გარეშე, მაგრამ მჯერა ღმერთი ნამდვილად მეტად დაგიფასებთ.

პატივისცემით "