ქართულ პოლიტიკურ სივრცეში თუ ვინმე ცდილობს იდეებზე ილაპარაკოს, ეს არის თამარ ჩერგოლეიშვილი, მაგრამ საკუთარი წარსულის გაუაზრებლობით შეცდომას უშვებს - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„არ მოვიტყუები, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში თუ ვინმე ცდილობს იდეებზე ილაპარაკოს, ეს არის „ევროპული საქართვლო“, კონკრეტულად ქალბატონი თამარ ჩერგოლეიშვილი, მაგრამ ჩემი აზრით, რა შეცდომასაც უშვებს, არის საკუთარი წარსულის გაუაზრებლობა და იდეებზე რომ ლაპარაკს იწყებ, მაშინ, როდესაც საკუთარ წარსულში იგე შეცდომები გაქვს, რაზეც ახლა სხვას აკრიტიკებ, საერთოდ გადაფასებული არ გაქვს, აღიარებული არ გაქვს როგორც შეცდომა. სანამ ქალბატონი თამარ ჩერგოლეიშვილი არ მოჰყვება იმ ისტორიებს, სადაც თვითონ მონაწილეობდა, როგორც „ქართულ ოცნებასთან“ ისე კეზერასვილთან ერთად, მინიმუმ თავი რომ დავანებოთ მანამდე ნაცების ამბავს...“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.