საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს, რომელიც ქალთა კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს.
დეპუტატი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ პრეზიდენტი არაადეკვატურად იქცევა.
"პრეზიდენტის კრიტიკოსები ვართ მოგეხსენებათ და კრიტიკოსები ვართ სწორედ მისი არაადეკვატურობის გამო. არა ადეკვატურობაში ვგულისხმობ იმას, რომ სხვადასხვა მნიშვნელოვანი თემის არევა ხდება ერთმანეთში. თურმე რუსული კანონიც ანტიევროპულია და თურმე კვოტების გაუქმებაც ანტიევროპულია, და კიდევ ათასი გიჟობები, რაც პრეზიდენტს მოეჩვენება, ანტიევროპულია.
სინამდვილეში, ჩვენ, ახლა, მართლა უნდა ვკონცენტრირდეთ რუსულ კანონზე და ის უაზრობები, რაც აქამდე მივიღეთ, პირიქით, გასაუქმებელია, თუ პოლიტიკური პროცესების გაჯანსაღება გვინდა.
ჩემთვის მოსალოდნელი იყო ქალბატონი სალომეს ეს უაზრო ვეტო და იმედი მაქვს, რომ დაიძლევა."- აცხადებს იაგო ხვიჩია.