არ მჯერა, რომ ამერიკა ისეთი სუსტია, ომში ჩართვას ყველას სთხოვს და არავინ ერთვება, ეს არგუმენტი თავიდანვე არადამაჯერებელია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მისი განმარტებით, ომის შედეგად მეგობრებს და პარტნიორებს რომ კარგავ, არც ეს არის სახარბიელო.

„შეიძლება, ეს ნათქვამი ვალიდური იყოს მაშინ, როცა ომში უკვე ოცი ქვეყანა ჩაერთო და 21-ე ხარ, ვინც არ ჩაერთე. მანამდე კი, ის ოცი ქვეყანა განადგურდა და ბრძნული მმართველობის შედეგად ისევ თავისუფალი ქვეყანა ხარ. ეს რომ იყოს, დავიჯერებდი, მაგრამ ომში ისევ ის ქვეყნები არიან, რითაც ომი დაიწყო, ხოლო ჩვენი ქვეყანა პროდასავლური კურსიდან თავისი შინაარსით პრორუსულ კურსზე გადავიდა. ომით დაზიანება ცუდია და ამას ვერაფერი შეედრება, მაგრამ სხვისი ომის შედეგად მეგობრებს და პარტნიორებს რომ კარგავ და გზას აცდები, არც ეს არის სახარბიელო საქმე მაშინ, როცა ომში საერთოდ ჩართული არ იყავი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.