ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„ერთი პარტიის გაკეთებას თუ მოახერხებენ და ყველა „ნაცი“ იქ მოგროვდება, „ქოცებთან“ კი – „ქოცები“, ნებისმიერ სხვა ადამიანს საშუალება ექნება, „გირჩი“ შემოხაზოს. „ლელო“ პერსპექტიული იმ შემთხვევაში მგონია, თუ პარტიის ლიდერები პოლიტიკას თავს დაანებებენ და სხვა პოლიტიკოსებს დააფინანსებენ. მათ სხვა ნიჭი აქვთ, პოლიტიკის ნიჭი არ აქვთ. ტყუილად არ გაფლანგონ ფული, წესიერად დააბანდონ. „ლელოს“ ლიდერებს ღმერთმა ბიზნესის კეთების ნიჭი მისცა და ესაა დასაფასებელი. პოლიტიკის ნიჭი რომ არ მისცა, ამას ვხედავთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.