ჩვენმა ხელისუფლებამ სამძიმრის წერილს კი მოაწერა ხელი, მაგრამ მთავარი, რაც უნდა გაეკეთებინა, რომ ამ ხალხისთვის საჯაროდ შეეთავაზებინა, მობრძანდით საქართველოში, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.

მისი თქმით, საუკუნეები გავიდა და ქართული ადათ-წესები, ლაპარაკი შეინარჩუნა ამ ხალხმა.

„ჩვენ ვიცით, რომ ახლო აღმოსავლეთში ომია. ამ ომთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ერთი ძალიან გასაგები დაინტერესება - ესენი არიან ფერეიდნელი ქართველები. ვინმე ამბობს, რომ ეს ხალხი ქართველები არ არიან? საუკუნეები გავიდა და ქართული ადათ-წესები, ლაპარაკი შეინარჩუნა ამ ხალხმა. ჩვენმა ხელისუფლებამ სამძიმრის წერილს კი მოაწერა ხელი, მაგრამ მთავარი, რაც უნდა გაეკეთებინა, მათ შორის იმ მიზნით, რაზეც ახლა ჩვენ აქ ვლაპარაკობთ, არის ის, რომ გაეკეთებინა ამ ხალხისთვის საჯარო შეთავაზება, მობრძანდით საქართველოში, თქვენთვის ღიაა საქართველოს კარი, მუდმივ ბინადრობას გთავაზობთ. რამდენ ხანსაც გინდათ იყავით და მოდით, შემდეგ ერთად გადავწყვიტოთ რა, როგორ და რანაირად“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.