პოლიტიკოსს უნდა ჰქონდეს გამოცდილება მართლა ადამიანების დაცვის და არა ისეთი, როგორიც ლომჯარიას აქვს - ამის შესახებ „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„დასავლეთზე ძალიან ვიცინებ, რომ ფსონი ნინო ლომჯარიაზე დადონ, საქართველოში თავიანთი ღირებულებების გასავრცელებლად სხვა ადამიანი ვერ იპოვონ, ნინო ლომჯარიას მიადგნენ და მისი იმედი ჰქონდეთ. მთელი ეს პროცესი არასერიოზული იქნება და დასავლეთი უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდება. იმედია, სიტუაცია აქამდე არ მივა. ნინო ლომჯარიას მხარდაჭერა, როგორც „ქოცების“ ალტერნატივის, არასერიოზულია. მილიონი ფაქტორია, რომ პოლიტიკოსს სერიოზულობა გააჩნდეს და ადამიანები სერიოზულად აღიქვამდნენ. ამას უნდა ჰქონდეს ბექგრაუნდი და გამოცდილება მართლა ადამიანების დაცვის და არა ისეთი, როგორიც ლომჯარიას აქვს“- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.