ახლა რამდენიმე მიტინგზე გამოგიყვანენ, წინ და უკან გატარებენ და დაგშლიან. ბოლოს ყველანი რა თქმა უნდა შევლენ “რუსულ” პარლამენტში და იქიდან დაუწყებენ პუტინს ბრძოლას.", - ამის შესახებ პარტია "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში წერს:
"არჩევნები არ გაყალბებულა, უფრო ზუსტად რო ვთქვათ ისევე გაყალბდა, როგორც სულ ყალბდებოდა, თქვენს გონებას შეუქმნეს მატრიცა, რითაც თქვენი არჩევანი გააყალბეს.
მარტივად რო ვთქვათ, თქვენით შემოგახაზინეს ყლეობა.
ახლა რამდენიმე მიტინგზე გამოგიყვანენ, წინ და უკან გატარებენ და დაგშლიან.
ბოლოს ყველანი რა თქმა უდა შევლენ “რუსულ” პარლამენტში და იქიდან დაუწყებენ პუტინს ბრძოლას.
ამაში დაიხარჯება 4 წელი.
ესაა თამაშის შინაარსი.
ამ თამაშმა წელსაც იმუშავა და ახლა ხდება მისი კულმინაცია, გაბრაზებული ხალხის სიბრაზის ქუჩაში მიმობნევა და წაგებაზე შეგუების პერიოდის ამაზე გადატარება.
ჩვენ არ ვიყავით და არც მომავალში ვიქნებით ამის ნაწილი. ჩვენ დიდი ხანია გვღვიძავს.
დიდი მადლობა 62334 ადამიანს, ვისაც თურმე ასევე ღვიძავთ.
არ ვიცი რატომ თქვენ, მაგრამ მხოლოდ თქვენ გააკეთეთ სწორი არჩევანი, დანარჩენები მატრიცის თრიფით მოძრაობდნენ, ბოტებივით.
ვუსურვოთ მათ მალე გამოღვიძება, ჩვენც დავეხმაროთ, რითაც შეგვიძლია.
მანამდე კი ერთმანეთი ვიპოვოთ."