ხალხმა და პარტნიორებმა ეს პროცესი ერთად უნდა ნახონ რათა წარმოიდგინონ რას ჰპირდებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მათ მოგების შემთხვევაში - ამის შესახებ პარტია "გირჩის" დეპუტატი იაგო ზვიჩია სოციალურ ქსელში წერს:
"აქციის წარმატებისთვის საჭიროა მას ხალხი სულ ემატებოდეს და არა აკლდებოდეს. ამას კი სჭირდება პოლიტიკოსები, რადგან ენჯეოები მათი პროფილოდან გამომდინარე მალე კრიზისში შევლენ.
პოლიტიკოსები კი ერთმანეთს ჭამენ, იდეა არ აქვთ და მათი ერთად დგომაც საბოლოოდ ხალხს შლის.
ამიტომაა საჭირო ოპოზიციაში პოლიტიკური პროცესის რეალური გახსნა და ხალხის შემოშვება გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
ენჯეოებმა თუ რამე შეიძლება კარგი გააკეთონ აქციის შემდგომი წარმატებისათვის, უცხოელი პარტნიორების სახელით, ოპო პოლიტიკოსები უნდა დაგვსვან საჯაროდ ერთმენეთთან და რამეზე შეთანხმება მოგვთხოვონ რის შესრულებაზეც მომავალში ერთად ავიღებთ პასუხისმგებლობას.
ხალხმა და პარტნიორებმა ეს პროცესი ერთად უნდა ნახონ რათა წარმოიდგინონ რას ჰპირდებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მათ მოგების შემთხვევაში." - წერს იაგო ხვიჩია.