„სალომე ზურაბიშვილმა არ დატოვა განხილვის სივრცე. ზურაბიშვილმა ვეტო დაადო ორი კვირით ადრე, ვიდრე მას ამის ვადა ჰქონდა, ამავდროულად, ვამბობდით, რომ ვენეციის კომისიის დასკვნასაც არ დაელოდა. აქედან გამომდინარე, ამ დასკვნას ჩვენ კი გავეცნობოდით, თუმცა შეუძლებელი იქნებოდა თუნდაც რაიმე თეორიული შენიშვნების გათვალისწინება. მაგრამ ვნახეთ ვენეციის კომისიის დასკვნა, ბოლოში რომ მიეწერათ – „არა რუსულ კანონს“, აი, ეს იყო შინაარსი." - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

"სამართლებრივი შენიშვნების გარდა, მთელი პოლიტიკური პროცესი იყო აღწერილი, რაც თავიდან ბოლომდე სცილდება ვენეციის კომისიის კომპეტენციას. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც კანონპროექტთან დაკავშირებით წერს სამართლებრივ დასკვნას. ანუ, სამართლებრივ შენიშვნებს წერს კანონპროექტებთან დაკავშირებით.  ორი-სამი წინადადების გარდა, ჩვენ ვიხილეთ პრაქტიკულად პოლიტიკური აქცია – „არა რუსულ კანონს“, რომელიც, რეალურად, საქართველოში ჩავარდა. ვნახეთ, რომ აღარც პარლამენტში, აღარც ქუჩაში საზოგადოება ამას უკვე მხარს აღარ უჭერს, აღარც კი აქცევენ ყურადღებას. ბოლოს ვენეციის კომისიასაც კი ათქმევინეს, რომ გამჭვირვალობა ცუდი ყოფილა. წარმოიდგინეთ, რა დონეზე მივიდნენ, გამჭვირვალე რომ იყოს არასამთავრობო სექტორი, ეს ყოფილა ცუდი და ანტიდემოკრატიული, მაშინ, როდესაც იგივე ევროპის ინსტიტუცია, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო პირდაპირ წერს გადაწყვეტილებაში, რომ არასამთავრობო სექტორი გარკვეულ გავლენას ახდენს საზოგადოებაზე, ამიტომ მისი გამჭვირვალობა საზოგადოების აღმატებული უფლებაა.

პირდაპირ წერია ეს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებაში. მეორე ინსტიტუცია, ვენეციის კომისია ამბობს, თურმე გამჭვირვალობა არის ანტიდემოკრატიული.

ამ დონემდე მივიდნენ, რასაც, რა თქმა უნდა, საქართველოს საზოგადოება არ მიიღებს, რადგან ჩვენ გვინდა სუვერენიტეტი, ჩვენ გვინდა გამჭვირვალობა, რომელიც არის ევროპული ღირებულება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველომ უნდა გაიწვიოს მიმდინარე ფორმით არსებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, აცხადებს ვენეციის კომისია - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონით დადგენილი შეზღუდვები გამოხატვის თავისუფლებასთან, გაერთიანების თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან შეუთავსებელია

2024 წლის 18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს ვეტო დაადო.

"დღეს დავადევი ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით, არის რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ კონსტიტუცია და ეწინააღმდეგება ყველა ევროპულ სტანდარტს და ამდენად წარმოადგენს შეფერხებას ჩვენს ევროპულ გზაზე.

ეს ვეტო არის სრულიად გამართული იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას და ამდენად არის ძალიან მარტივ ვეტო. ეს კანონი უნდა გაუქმდეს" - განაცხადა პრეზიდენტმა. 

84 მომხრე - 30 წინააღმდეგი  დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით 2024 წლის 14 მაისს მიიღო.  რომელიც საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ხელმოსაწერად გადაეგზავნება

ვენეციის კომისია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტზე დასკვნას საქართველოს პარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილებამდე გამოაქვეყნებს

 ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა  ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. -  ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ

ასევე, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ ამბიციებს - რა წერია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში

2024 წლის 3 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც,  საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება.