„არაერთხელ გვითქვამს, რომ არაღიარების პოლიტიკა იქნება შეუცვლელი. ყველა იმ ქვეყანასთან, რომელსაც აქვს აღიარებული ჩვენი ტერიტორიების დამოუკიდებლობა, გვექნება და ყოველთვის გვქონდა ეს პოზიცია, რომ უკან წაიღონ აღიარება. ყოველთვის ვიქნებით ამ პოზიციაზე. სამწუხაროდ, ვენესუელა არის ის ქვეყანა, რომელსაც აქვს აღიარებული ეს ტერიტორიები. გამოვთქვამთ იმედს, ეს პროცესები ხელს შეუწყობს იმ პოლიტიკას, რომ ეს ქვეყანაც უკან წაიღებს საქართველოს ტერიტორიების, ამ შემთხვევაში, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობის აღიარებას. - ამის შესახებ პარტია "ხალხის ძალის" აღმასრულებელი მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
"ჯერ კიდევ სამი წლის წინ დავიწყეთ ჩვენ, „ხალხის ძალამ“ და შემდგომ ხელისუფლებას მიეცა საშუალება, ხალხისთვის გვეთქვა სიმართლე, რომ დიდი სახელმწიფოები ყოველთვის შეეცდებიან, თავიანთი ინტერესები გატარდეს და თუ ეს მოხდება პატარა სახელმწიფოების ხარჯზე და ასე შემდგომ, ეს მათი ინტერესის სფერო არ არის. კონკრეტულ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ და ჩვენი სახელმწიფო გააკეთებს განცხადებას პარტნიორებთან, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, მაგრამ რაც შეეხება ზოგადად შეფასებას, საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს ისე, როგორც საჭირო იქნება საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ნუ დაგვავიწყდება და არც უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის ის ქვეყანა, რომელსაც, სამწუხაროდ, აღიარებული აქვს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა. აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებთ, პროცესები წარიმართება ისე, რომ მოხდება ამ ქვეყნის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების უკან წაღება
ზოგადად, მე ვარ მომხრე იმის, რასაც ვამბობთ მათ შორის ჩვენს ქვეყანაზე, რომ ყველა ქვეყანამ თავისი პოლიტიკა უნდა წარმართოს თვითონ, მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რაც ზოგადად მსოფლიოში ხდება, არა მარტო ვენესუელას პროცესები, არამედ ის ფაქტი, რომ სუვერენიტეტი ქვეყნების არ არის ზოგადად აღიარებული და პატივცემული, ზოგადად ეს პროცესი არის არასახარბიელო. ეს მიუთითებს, რომ ქვეყნებმა და განსაკუთრებით, ისეთმა ქვეყნებმა, ვისაც სურს სუვერენიტეტის დაცვა, უნდა იმოქმედონ პრაგმატულად. ყველა ქვეყანას აქვს განვითარების საშუალება და ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თვითონ მიიღოს საკუთარი გადაწყვეტილებები, მაგრამ ვიმეორებ, ამ შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს საქართველოს ხელისუფლებამ. რა პოლიტიკაც იქნება საჭირო, პრაგმატული საქართველოში მშვიდობის შესანარჩუნებლად, ეკონომიკის გასავითარებლად, საერთაშორისო საზოგადოებაში მეტად მონაწილეობის მისაღებად, სწორედ ეს პოლიტიკა იქნება, დარწმუნებული ვარ. ზოგადად, ტენდენცია არის ასეთი, ყველა ქვეყანა იცავს თავის ინტერესს და ეს გასაგებია, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი გაუგებარი არის „ნაცმოძრაობისთვის“, რადგან ისინი საქართველოს ყოველთვის „დიფ სთეითის“ კოლონიად აღიარებდნენ და ცალ ფეხზე აპირებდნენ, დამდგარიყვნენ, თუ ამას ევროკავშირი, ან რომელიმე სხვა ქვეყანა უკარნახებდა. დღეს პოლიტიკა შესაფასებელი არის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.










