პრეზიდენტმა ხალხს რაც დაჰპირდა, აბსოლუტურად ყველაფერი უკუღმა გააკეთა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„ამბობდა, რომ ქვეყნის გამაერთიანებელი ვიქნებიო და პოლარიზების სიმბოლო - გვარამია შეიწყალა; ამბობდა, რომ ვიბრძოლებ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოსო და ამ დროს ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველომ დამსახურებულად არ მიიღო კანდიდატის სტატუსი; ამბობდა, რომ კონსტიტუციის გარანტი ვიქნებიო და ამ დროს რამდენჯერმე და ბოლოს უხეშად დაარღვია კონსტიტუცია. ის გახდა პირველი პრეზიდენტი, რომლის მიმართაც ოფიციალურად დაიწყება იმპიჩმენტი“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.