მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არცერთი კანდიდატი არ საუბრობს, როგორ აპირებს პარტიის და პარტიიდან გამომდინარე, ქვეყნის განვითარებას.
„არცერთი კანდიდატი არ საუბრობს როგორ აპირებს ამ პარტიის და პარტიიდან გამომდინარე ქვეყნის განვითარებას. არცერთ ასეთი რამ არ უთქვამს. შესაბამისად, ამ პარტიის მომავალი იქნება ნულოვანი. იმ პოლიტიკურ ჭაობში არიან, სადაც რაც უფრო მეტად იაქტიურებენ, მით უფრო სწრაფად ჩაიძირებიან“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.