ის სისტემა, რაც ხელისუფლებაში ყოფნისდროს თვითონ შექმნეს, ახლა ჭამს „ნაციონალურ მოძრაობას“ და სავარაუდოდ 2024 წლის არჩევნებისთვის ან მივლენ ან არა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერავინ გადააყენა, ყოველ წელს რიგგარეშე არჩევნებს, რევოლუციასა არეულობას გვიანონსებდნენ და ეს ყველაფერი საკუთარ პარტიაში მიიღეს“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ამჯერად საკრებულოები აუჯანყდნენ. პარტიის წევრები რეგიონებიდან ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვენ.