„ის, რომ ჩვენი ევროპელი კოლეგები, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მზად არიან, რომ დეკემბერში საბოლოოდ გაფორმდეს კანდიდატის სტატუსი საქართველოსთან დაკავშირებით - უკვე გაცხადებულია“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, „ხალხის ძალის“ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, მოყვა ხელისუფლებისგან პრაგმატული და ადეკვატური პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა, რის შედეგადაც საქართველო დამსახურებულად მიიღებს კანდიდატის სტატუსს.
„ის, რომ ჩვენი ევროპელი კოლეგები, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მზად არიან, რომ დეკემბერში საბოლოოდ გაფორმდეს კანდიდატის სტატუსი საქართველოსთან დაკავშირებით - უკვე გაცხადებულია. ჩვენ შევძელით ის, რომ ქვეყანაში შევინარჩუნეთ მშვიდობა და თან ვიღებთ კანდიდატის სტატუსს. ეს არის ყველაზე მძლავრი იარაღი და შედეგი იმისა, რა ნაბიჯებიც თავის დროზე გადავდგით ჩვენ „ხალხის ძალამ“ და ამას მოყვა მთავრობის ადეკვატური და პრაგმატული პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა“, -განაცხადა მაჭარაშვილმა.