"200 ათასი დოლარები თან რამდენიმე, ახლა ხაბეიშვილს საიდან აქვს. ეს მის დეკლარაციაში ან მის რომელიმე განცხადებაში ჩანს? ეს არის ზუსტად ის უცხოური თანხა, რომელზედაც ჩვენ ვსაუბრობთ და შავი ფულია. უნდათ, შავი ფული ძალადობრივ აქციებში, მოსყიდვებში და ათას უბედურებაში გამოიყენონ"– ამის შესახებ პარტია "ხალხის ძალის" აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

"მეორეს მხრივ, ეს არის პირდაპირი მოწოდება სახელმწიფო უწყებების თანამშრომლების მიმართ, რომ გადადგან ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯები. ეს არის მათი შინაგანი ანტისახელმწიფოებრივი ბუნება. თურმე მართლწესრიგი არ უნდა დაიცვას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა და ხაბეიშვილი იქნება თუ ძალადობრივი აქციის ნებისმიერი მონაწილე, რამდენიმე ათეული თუ ასეული მოინდომებს პარლამენტში შეჭრას, წინ პოლიცია არ უნდა დადგეს და არ უნდა დაიცვას კონსტიტუცია და კანონმდებლობა. ეს მათი ძალიან მოკლე, მაგრამ რევოლუციური და ძალადობრივი ბუნებაა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განცხადა: „მივმართავ ძალოვან უწყებებს, განსაკუთრებით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, ვინც არ მიიღებთ მონაწილეობას დარბევაში, 200 ათას დოლარს მიიღებთ, სხვა თანამშრომლებსაც, ვინც სისტემას ამხელს, უნდა მივცეთ ეს თანხა“.