„ბევრი ვერ არჩევს პოზას და პოზიციას; ერთი და იგივე ჰგონია. ბევრს უკან გონებაში გადანახული რაღაც გეგმები აქვს – ერთს ლაპარაკობს, მეორეს გულისხმობს, მესამეს აკეთებს. ვიღაცები ჩუმ-ჩუმად კომპრომისს აპირებენ ხელისუფლებასთან. რაღაც ათას მიზეზს მოიგონებენ ახლა, რომ აი, ასე ხომ უნდა ვქნათ და საჯიჯგნად არ დავტოვოთ." – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

"ჯიჯგნიან და გადაუარეს ამ ქვეყანას, ოკუპირებულია ეს ქვეყანა, რუსეთის წიაღში, გავლენებში ვართ უკვე, კი არ გვემუქრება, არამედ უკვე იქ ვართ. პოზიციას როცა სწორად განსაზღვრავ, სწორ გადაწყვეტილებებსაც მიიღებ. დამოუკიდებლობის დაკარგვა კი არ გვემუქრება, უკვე დავკარგეთ.

მარის კონკრეტული გეგმა, არაფერი სირთულე ამაში არ არის, სირთულე არის თვითონ ადამიანებში. ამას უნდა კონკრეტული პარტიები, პლუს არასამთავრობო ორგანიზაციები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, საზოგადოებისათვის პატივცემული ადამიანები და დაგეგმვა. ვინც არ უერთდება, დაე, გადაიჩეხოს პოლიტიკურ მოუსავლეთში. დარვინიზმი პოლიტიკის დამახასიათებელია, სუსტი უნდა წავიდეს და არ უნდა უკანა კარიდან ბიძინასთან სიარული ღამ-ღამობით და მოლაპარაკებები. ვინც დადის იმას ვგულისხმობ, სახელის და გვარების დასახელებას რა აზრი აქვს, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ასეა. რასაც მეტყველებენ ადამიანები და რასაც აკეთებენ, იმით უნდა განსაზღვროს საზოგადოებამ, ვინ აპირებს ბოლომდე ბრძოლას და ვინ აპირებს თანამშრომლობას“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.