თამაშგარეთ ყოფნა ბიძინას არ უყვარს, ის შეეცდება, ისევ საჭირო გახადოს თავისი თავი,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.
„ღარიბაშვილი უფრო სასურველი ფიგურა ხდება რუსებისთვის, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი და ბიძინა ივანიშვილმა, გარკვეულწილად მგონია, რომ თავი თამაშგარეთ იგრძნო და თამაშგარეთ ყოფნა ბიძინას არ უყვარს, იმიტომ რომ თუ ჩანაცვლდა ახლა რუსული ინტერესები და ბიძინა აღმოჩნდა, ისე როგორც აღმოჩნდა, ამიტომ მობრუნდა. ის შეეცდება, ისევ საჭირო გახადოს თავისი თავი",- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ " ტვ პირველის" ეთერში.