ხალი საპარლამენტო არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მისაღწევად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მეგობარი აქტის დაუყონებლივ მიღება. ძლიერი საქართველოს გუნდი განაგრძობს ამ მიმართულებით ინტენსიურად მუშაობს და ჩვენი შეხვედრებიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო რწმენა, ცოდნა და იმედი, რომ ეს აქტი წელსვე გადაიქცევა კანონპროექტად. - ამის შესახებ „ლელო - ძლირი საქართველოს“ წარმომადგენელმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
"მეგობარი აქტი სულ მალე, წელსვე იქცევა კანონპროექტად.
ამის თქმის საფუძველს მაძლევს გასულ კვირაში ვაშინგტონში გამართული „ლელო - ძლირი საქართველოს“ ვიზიტიც, რომლის განმავლობაშიც ოცზე მეტი მაღალი დონის შეხვედრა გავმართეთ.
უკლებლივ ყველა შეხვედრაზე მივიღეთ დადასტურება, რომ მეგობარი აქტის აღსრულებას წინ არაფერი აღუდგება, თუმცაა ჯერ კიდევ გასაწევია დამატებითი შრომა და ძალისხმევა, რომელსაც ჩვენ სისტემატიურად ვიღებთ და გავიღებთ შემდეგი თვეების განმავლობაში. გასულ კვირაში ჩვენი ვიზიტი შეერთებულ შტატებში სწორედ ამას ემსახურებოდა რომ მეგობარი აქტის მიღება იქნას დაჩქარებული, რადგან ეს ერთერთი მნიშვნელოვანი გზაა ამ ხელისუფლებაზე ზეწოლის გასაზრდელად და ახალი საპარლამენტო არჩევნების და პოლიტპატიმრების თავისუფლების მისაღწევად
სწორედ ეს ორი მოთხოვნა - ახალი საპარლამენტო არჩევნები და ყველა პოლიტპატიმრის დაუყონებლივ გათავისუფლება - წარმოადგენდა ვაშინგტონში ჩვენი ვიზიტის მთავარ სამუშაო დღის წესრიგს და სტრატეგიულ ხაზს
ამავე დროს, მინდა გითხრათ, რომ ვაშინგტონის პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში კონსულტაციებისას, ჩვენს პარტნიორებს გავაცანით ძლიერი საქართველოს ხედვა და სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ყველა მიმართულებით ბრძოლას, მათ შორის ქუჩაში, პროტესტის მეშვეობით, დე-ფაქტო ადგიულობრივ არჩევნებში როგორც ბრძოლის ერთით მეტ დამატებით ველზე მოპნაწილეობით და საერთაშორისო ასპარეზზე ზეწოლის გაზრდით
შემიძლია საზოგადოებას ვუთხრა, რომ ჩვენს პარტნიორებს აბსოლუტურად სწორად ესმით ჩვენი პოზიცია და გამოხატავენ დიდ რწმენას და სრულ მხარდაჭერას იმ მნიშვნელოვანი პოტენციალის მიმართ, რაც გააჩნია ჩვენს ქართულ დემოკრატიას და მის მებრძოლ ხალხს
აქვე ხაზი მინდა გავუსვა, რომ ქართულ ოცნებას გააჩნია ლეგიტიმაციის მოპოვების ერთადერთი წყარო - ეს არის ახალი, თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. აშშ-ს პოზიციის მსგავსად, გასულ კვირებში, ჩვენ ვნახეთ, რომ ევროკავშირის აღმასრულებელი შტო, საგარეო მინისტრები, ევროპარლამენტი ლეგიტიმაციის მოპოვების აუცილებელ წინაპირობად მიიჩნევს სწორედ ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.
თუმცა, როგორც თავში აღვნიშნე, ახალი საპარლამენტო არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მისაღწევად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მეგობარი აქტის დაუყონებლივ მიღება. ძლიერი საქართველოს გუნდი განაგრძობს ამ მიმართულებით ინტენსიურად მუშაობს და ჩვენი შეხვედრებიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო რწმენა, ცოდნა და იმედი, რომ ეს აქტი წელსვე გადაიქცევა კანონპროექტად." - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.