რადიკალური ოპოზიცია ფარავს, მაგრამ FARA არ ფარავს - საქართველოს წინააღმდეგ და ქართველი ხალხის საზიანოდ ნახევარ მილიონამდე დოლარს მორიგ ჯერზე სიამოვნებით იხდიან, მაგრამ შედეგს დიდად ვერ აღწევენ. - წერს "ქართული ოცნების" დეპუტატი გრეტა წიწავა სოციალურ ქსელში:
რადიკალური ოპოზიცია ფარავს, მაგრამ FARA არ ფარავს - საქართველოს წინააღმდეგ და ქართველი ხალხის საზიანოდ ნახევარ მილიონამდე დოლარს მორიგ ჯერზე სიამოვნებით იხდიან, მაგრამ შედეგს დიდად ვერ აღწევენ. ხომ გახსოვთ, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური სეზონი „ წუთი წუთზე კვდება“ -„ნაცმოძრაობა“ დეზინფორმაციის გავრცელებაში ფინანსურ რესურსს არ ზოგავდა, შემდეგ იყო ქვეყნის ინსტიტუციების დისკრედიტაციის მცდელობა და ესეც მრავალნიშნა ფინანსური მხარდაჭერის ხარჯზე , ამას მიჰყვა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველოსთვის „არ მისცეთ კანდიდატის სტატუსის“ ლობირება ქვეყნის გარეთ ... ვინ მოსთვლის რადიკალური ოპოზიციის „საქმენი მავნებლურს“ - მათი ავი ზრახვა, ქვეყანა დააზიანონ შეძლებისდაგვარად სულ ძალაშია...პ.ს: მერე აქვთ შიდა წუხილი-ხალხი არ გვიჭერს მხარს, რეიტინგი სულს ღაფავსო... ხალხი ბრძენია და თქვენს ბოროტებას კარგად ხედავს ...
ახლა ამბავი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის Cornerstone Government Affairs-ის გასული 6 თვის განმავლობაში (სექტემბერი 2023 - თებერვალი 2024) განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა.დოკუმენტებით ირკვევა, რომ „კორნერსტოუნის“ ჯგუფი, რომელმაც ტელეკომპანია „ფორმულასთან“ კონტრაქტი 2023 წლის მაისში გააფორმა, აქტიურად ცდილობდა საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ მიკერძოებული ინფორმაციის მიწოდებას აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებისთვის.