წლების წინ ვიდექით, ვაპროტესტებდით და ვამხელდით მწამებლებს და მათ სისტემას! ძალიან ბევრი პატიმარი იყო წამების მსხვერპლი და ოჯახები შანტაჟის!..შეიძლება ვიღაცამ თქვას ყოველთვის ხომ არ გავახსენებთ ნაცმოძრაობას პატიმრების წამებას? კი -უნდა შევახსენოთ! ამ სისტემის შემქმნელები ჩვენს გარშემო საზოგადოებას ადამიანის უფლებებზე ესაუბრებიან... "კანიბალები ვეგეტარიანლობენ" - ნაცმოძრაობა თავისი პოლიტიკური ბუნებით და წარსულით არის პარტია, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი! - ასე ეხმაურება პარლამენტის წევრი გრეტა წიწავა სოციალურ ქსელში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებას საქმეზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“.
"2023 წლის 16 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა წამება და არასათანადო მოპყრობა „იყო სისტემატური ხასიათის და მთელი სისტემისთვის დამახასიათებელი“ პრობლემა." - წერს გრეტა წიწწავა.