ამის შესახებ სოციალურ ქსელში, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე წერს: 

ჩემი კოლეგის, დავით სერგეენკოს გუშინდელ განცხადებაზე-ელოდება გაუშვებენ პარლამენტიდან თუ არა. მასზე არაფერია დამოკიდებული. მინიშნებებით, მაგრამ მაინც გულწრფელად ილაპარაკა. მოიქცა წესიერად და თავიდან აიცილა სამუდამო დამღა, რომელიც მთელი ცხოვრება უნდა ატაროს იმ 78 “რჩეულმა”.

ამავე დროს, ბატონი სერგეენკო იყო ივანიშვილის მხრიდან ნდობით აღჭურვილი პირი, წლების განმავლობაში ჯანდაცვის მინისტრი. როგორც ყველა სამინისტროში, იქაც იყო კორუფცია და ხდებოდა პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების მიღება. თავად სერგეენკოზე ამბობენ, რომ პატიოსანი კაცი იყოო.

შევარდნაძის დროს, როცა ტოტალური კორუფცია იყო გაბატონებული ყველა სფეროში, განსაკუთრებით გამოირჩეოდა სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელსაც მაშინ კონტროლის პალატა ერქვა. რიგითი მოხელიდან დაწყებული კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგიილეებით დამთავრებული, ლამის ყველა ქრთამს იღებდა. ერთადერთი არაკორუმპირებული იყო მისი თავმჯდომარე, რეზო შავიშვილი. პარადოქსია არა (კომიკურიც), როცა გარშემორტყმული ხარ შავი ყვავებით და ზიხარ თეთრ ყვავად, თვალნათლივ ხედავ ყველაფერს. მაინც დასაფასებელია. ინსტიტუციონალური კრახი პერსონალური “გმირობის” ფონზე:))

სერგეენკო იმ სამოცდათვრამეტს რომ გაემიჯნა, რაც თავისთავად წვრილმანია, ივანიშვილის რეჟიმის პირობებში მინიგმირობის ტოლფასია. მაინც დასაფასებელი ფაქტია. წარმატებას ვუსურვებ თავის ნამდვილ საქმიანობაში. აქიმობას ვუბრუნდებიო.