ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საერთაშორისო ორგანიზაცია GORBI-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები ცნობილია.
კითხვაზე, დღეს, რომ ქალაქ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? - 61.2% ამბობს, რომ კახა კალაძეს მისცემდა ხმას, ხოლო 38.8 - ნიკა მელიას. გამოკითხვაში სხვა კანდიდატები არ ფიგურირებენ, ვინაიდან პარტიების დიდ ნაწილს ჯერ არ ჰყავს დასახელებული კანდიდატები. ამასთან კითხვაზე „მოგწონთ თუ არა კახა კალაძის მიერ შესრულებული სამუშაო?“, გამოკითხულთა 67%-მა დადებითი პასუხი გასცა. კალაძის მიერ შესრულებული სამუშაო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 86%-ს მოსწონს. საინტერესოა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა 39% დადებითად აფასებს თბილისის მერის საქმიანობას. კახა კალაძეს მხარს უჭერს გამოკითხულთა 61.2%, ხოლო მისი საქმიანობა 67%-ს მოსწონს. სოციოლოგები განმარტავენ, რომ კახა კალაძეს საკუთარი რეიტინგის ზრდის პერსპექტივა აქვს.