ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, კომპანია GORBI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა.

რომელ პარტიას უჭერთ მხარს? ეს კითხვა GORBI-მ თბილისში მცხოვრებლებს დაუსვა. დედაქალაქის შემთხვევაში პასუხები ასე გადანაწილდა:

„ქართულ ოცნებას“ 54,6% აქვს

„ლელო“ - 15,7%

„გახარია საქართველოსთვის“ 14,8%

„გირჩი“ 8,8%

„პატრიოტთა ალიანსი“ 3,2%

სხვა პარტიებს კი საერთო ჯამში 2,9%.

კვლევა პირისპირი ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით ჩატარდა. საველე სამუშაო მოიცავს 11-20 აგვისტოს პერიოდს. გამოიკითხა 2300 ადამიანი. ცდომილების ზღვარი +/- 3 პროცენტია.