კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის დღეს ჩატარებულ ღონისძიებას "ტვიტერში" აფასებს და წერს.

"ვუსმენ საქართველოს პრეზიდენტს უყურებ დიპლომატიური კორპუსის რეაქციას, კითხვა მიჩნდება, აქ წარმოდგენილი, რომელი ქვეყნის მთავარსარდალი და პრეზიდენტი აკადრებს ასეთ მძიმე ჟამს საჯაროდ, საკუთარ ქვეყანას და მთავრობას მსგავს შეურაცხყოფას და ცილისწამებას? უკადრებელი იკადრეთ მადამ სალომე!" 

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, ორბელიანის სასახლეში უკრაინაში რუსული საომარი  მოქმედებების დაწყების ერთი წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაატარა, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ესწრებოდა.

სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის სრული ტექსტი შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: პრეზიდენტი: რუსეთი მის მიერვე გამოცხადებულ საომარ მიზნებში უკვე დამარცხებულია - ვერც უკრაინის მთავრობა გადააყენა, ვერც ხალხის მოთმინება ამოწურა