ღმერთი ადამიანს როდესაც სჯის, უგუნურს ხდის. ამის ყველაზე კარგი მაგალითია „სიცრუის ფორმულა“ – უგუნურების, უსინდისობის. რამდენიმე კვირის წინ მათ გააკეთეს სიუჯეტი ჩემზე, სადაც 16 სიცრუე და ცილისწამება იყო ნათქვამი. სარჩელს შევიტან სასამართლოში, მოვითხოვ პასუხს ამ ცილისწამებასა და სიცრუეზე, – ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა.
მისი თქმით, გარდა ამისა, შექმნის ფონდს, „რომელიც დაიცავს საქართველოს მოქალაქეებს ამ მედიატერორისა და მედიაფაშიზმისგან“.
„ წინა შაბათს „სიცრუის ფორმულამ“ გააკეთა სიუჟეტი, სადაც დამაბრალა ისეთი რამ, რაც თავში არ მოუვა ნორმალურ ადამიანს, რომელსაც ღირსება, სინდისი, სამშობლო აქვს. კეზერაშვილი ან თარგამაძე უნდა იყო, რომ დააბრალო ქართველ კაცს, მან ფულის საფასურად 2 000 ინდოელი და პაკისტანელი არალეგალურად შემოიყვანა საქართველოში და ამაში ოთხი მილიონი აიღო. მინდა, დავპირდე ამ „სიცრუის ფორმულას“, რომ აუცილებლად დავამთავრებ მათ, ამ ბოროტებას და არა მარტო მათ ბოროტებას. ვიქნები არა მარტო მე, არამედ ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელიც გაერთიანდება ამ ფონდში და ყველანაირად დაიცავს საკუთარ თავს, ოჯახებს, შვილებს, შვილიშვილებს ამ ბოროტებისა და უბედურებისგან“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.









