"სანქციების ძალაში შესვლამდე ფულებს აქეთ-იქით დაარბენინებენ, მაგრამ უსაფრთხო სამალავს ვეღარ იპოვიან, არ შერჩებათ", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გივი თარგამაძე სოციალურ ქსელში წერს:

"მთავრდება? არა - უკვე დამთავრდა. და რაც დამთავრდა, უკან ვეღარ მობრუნდება. უკანმოუბრუნებლებლობის კრიტიკული წერტილი გავლილია. სისხლიანცხრაწლიანი ციფერბლატი მოიშალა. ნიურნბერგის პროცესის დაპირების ხატება მხოლოდ მათივე პასუხისგების გარდაუვალობის შიშს ასხივებს. ვერც აფხაზეთისა და ცხინვალის შემომტკიცების ქიმერას ყიდიან - რამდენი სიტყვა დაძრეს ამაზე, ხაზეინებმა მთლად ხუილოს თამადობით თავში წამოარტყეს - მორჩით ფანტაზიორობასო. მსოფლიოს ცენტრში იმისთვის დაუძახეს, რომ იქიდან წვეტიანი პანჩურით გამოესროლათ. ბაქიბუქს კიდევ ცდილობენ, მაგრამ სახეებს ვეღარ ილაგებენ. ნაძარცვის შენარჩუნებაზე ფიქრი ყველაფერს ძალავს. სანქციების ძალაში შესვლამდე ფულებს აქეთ-იქით დაარბენინებენ, მაგრამ უსაფრთხო სამალავს ვეღარ იპოვიან, არ შერჩებათ. ყველა შემდგომი ნაბიჯი მათვე ანგრევს და დარჩენილ თვეში პლინტუსამდე დაიყვანს. რაც დამთავრდა, უკან ვეღარ მობრუნდება. ასე რომ, ხალხო, თავდაჯერებით, გამარჯვების რწმენით, ერთობით, ყურადღებით, სიმტკიცით ეს თვე ბოლომდე მივიყვანოთ, უკუნი დავასრულოთ, ფსკერიდან ამოვიდეთ, წელში გავსწორდეთ და წავიდეთ წინ, ევროპისკენ"