გივი მიქანაძემ და ლევან ბეჟაშვილმა ევროპის საბჭოს იურიდიული და ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაში მიიღეს მონაწილეობა


საქართველოს პარლამენტის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებმა გივი მიქანაძემ და ლევან ბეჟაშვილმა პარიზში გამართულ იურიდიულ და ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაში მიიღეს მონაწილეობა.
სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე  დისკუსია გაიმართა, რომელშიც ქართველმა დეპუტატებმა მიიღეს მონაწილეობა.

გივი მიქანაძე, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ტირანაში, 4-5 ივლისს დაგეგმილ ქვეკომიტეტის სხდომასთან დაკავშირებით მოხსენებით წარსდგა.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა 23 აპრილს, ბრიუსელში დაგეგმილ ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე სამუშაო შეხვედრაში გივი მიქანაძის მონაწილეობას.