იმ ადამიანების სახელ-გვარები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ახალ ძალას ქმნიან, ჩვენი საზოგადოების მეხსიერებიდან ვერასდროს წაიშლება, - ამის შესახებ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ განაცხადა.
„ეს არის ხელოვნური გამიჯვნა. ისინი ხვდებიან, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიექანება ისეთ ჩიხში, საიდანაც გამოსავალი არ არსებობს, იმდენად მძიმე ვითარებაშია „ნაცმოძრაობა“, რომ შეიძლება 2024 წლის არჩევნებამდეც კი ვერ მიაღწიოს. მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ახალ ძალას ქმნიან, ეს არის სრულიად ფარსი. ამ ადამიანების სახელ-გვარები და ის საქმეები, რაც ამ ადამიანებს აქვთ გაკეთებული, ჩვენი საზოგადოების მეხსიერებიდან ვერასდროს წაიშლება“, - აღნიშნა მიქანაძემ.