პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე ახალგაზრდული პარლამენტის წევრებს შეხვდა.

შეხვედრის ძირითად თემას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები, მიღწეული წარმატებები და გამოწვევები წარმოადგენდა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდობასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ამ მიმართულებით ხელისუფლების პოლიტიკაზე, ახალგაზრდულ პროგრამებზე, მათ შორის, სტაჟირების პროგრამაზე, დემოკრატიულ პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობაზე გამახვილდა. 

გივი მიქანაძე ახალგაზრდებს, შეხვედრის ფარგლებში, ასევე ესაუბრა როგორც ზოგადად პარლამენტის, ისე კომიტეტის საქმიანობაზე.

ახალგაზრდებმა კომიტეტის თავმჯდომარისგან ინტერაქციულ ფორმატში მიიღეს ინფორმაცია მათთვის საინტერესო თემებზე.