სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილის ცემასთან დაკავშირებით, გირჩი მეტი თავისუფლებისა და "დროა" ერთიან განცხადებას ავრცელებს და პასუხისმგებლობას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს აკისრებს:
"სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილის ცემა პირადად შალვა პაპუაშვილის პასუხისმგებლობაა და პარლამენტის თავმჯდომარე სისხლის სამართლის დამნაშავეა. მას შემდეგ, რაც პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში ზუკა ბერძენიშვილი ექსტრემიზმში დაადანაშაულა, აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ეს იყო ადამიანის მიზანში ამოღება, წაქეზება, რაც, სამწუხაროდ, არც პირველია და არც უკანასკნელი. ხელისუფლება ყოველდღიურად ფიზიკურად უსწორდება კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს, რომლებიც რუსულ რეჟიმს დისკომფორტს უქმნიან. მიუხედავად რეპრესიისა, საზოგადოება უპრეცედენტოდ ერთიანი და უკომპრომისოა. ვერანაირი მუშტი ვერ გააჩერებს ბრძოლას რუსულ რეჟიმთან. ყველამ, ვინც რეჟიმის ბინძურ დავალებას ასრულებს, უნდა იცოდეს, რომ ყველა მათგანის ვინაობა გასაჯაროვდება და კანონის წინაშე, დამკვეთებთან ერთად, აგებენ პასუხს.#არარუსულრეჟიმს" - ნათქვამია განცხადებაში.
ზუკა ბერძენიშვილის თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით დაიწყო