ცინიზმის და უტიფრობის მწვერვალია, სააკაშვილი მადლობას უხდის და ეროვნულ გმირად აცხადებს გრიგორიადის, რომელმაც პოლიციელების ცოცხლად დაწვა სცადა და მე, 14 წლის ბავშვი, წვრილმანი ხულიგნობისთვის სახელმწიფო დამნაშავედ გამომაცხადა და 10 წელი ციხე მომისაჯა, – ამის შესახებ გიორგი ზერეკიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა „უამრავ ახალგაზრდას ცხოვრება დაუნგრია მხოლოდ იმისთვის, რომ პოლიტიკურ პოზიციას გამოხატავდნენ და მშვიდობიან საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ“.
„სტუდენტებს, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის გაპრავებაში არ იყვნენ ჩართული დევნინენ და მომავალს უსპობდნენ. აღარაფერს ვამბობ იმ უდანაშაულო ახალგაზრდებზე, რომლებიც მისმა რეჟიმმა წამებით მოკლა“ – წერს გიორგი ზერეკიძე.