ეს რა ღრიანცელი აქვთ ატეხილი და თავს ერთგულ ტრამპისტებად ასაღებენ, გინდა ნაცები და გინდაც მათი დანამატები, ზურაბიშვილის ჩათვლით, -  წერს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს, რომ ოპოზიციამ ცალსახად დაგმოს  მათ მიერვე სულ ახლახან, დონალდ ტრამპის, როგორც რუსეთის პროექტის მოხსენიება და მისი პირადი შეურაცხყოფა. 

„ეს რა ღრიანცელი აქვთ ატეხილი და თავს ერთგულ ტრამპისტებად ასაღებენ, გინდა ნაცები და გინდაც მათი დანამატები, ზურაბიშვილის ჩათვლით. მოდი ერთი მოვითხოვოთ ყველასაგან ხმამაღლა და ცალსახად დაგმონ მათ მიერვე, სულ ახლახან, ტრამპის, როგორც რუსეთის პროექტის მოხსენიება და არჩევნების შედეგებზე რუსეთის გავლენის შესახებ გაკეთებული განცხადებები, პირადი შეურაცხყოფა!“ -  წერს გიორგი ვოლსკი.