საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი სომხეთის ახალარჩეული ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერს, ვაჰან ალეკსანიანს შეხვდა.
როგორც პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფების თანათავმჯდომარეებმა განიხილეს წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების განვითარების საკითხები, ასევე მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და გამოწვევები.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა, სომხეთის პარლამენტის წევრებმა და სომხეთის ელჩმა საქართველოში, აშოტ სმბატიანმა.




