სალომე ზურაბიშვილი არ ეშვება თავის იმ იდეას, როგორმე ზემოდან შემოახტეს ამ გაერთიანებას, რომელსაც ისედაც თავისი გეგმები აქვს და სალომე ზურაბიშვილი საერთოდ არ სჭირდება. ევროკომისიას საერთოდ არ სჭირდება არც სალომე ზურაბიშვილი და არც "კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა". - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
"ეს წერილი საქმიანობის ერთ-ერთი ეტაპია, რომ თავისი გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ცნობები არ იყოს რეალობასთან შესაბამისობაში. გარდაიცვალა ოპოზიცია – საქართველოს აღარ ჰყავს, ჰყავს შეთქმულთა და რევოლუციონერთა ჯგუფი, რომელიც ქვეყნის ინტერესს უპირისპირდება. ეს წერილიც ამას ემსახურება, თორემ ევროკომისიას სულ არ სჭირდება სალომე ზურაბიშვილის წერილი, ისედაც თავისი გეგმა აქვს. ისედაც ჩაბუდებულია ევრობიუროკრატიაში „დიფ სთეითი“ და თავის ამოცანას ასრულებს. ამ საქმეში ხაზარაძე ჩაერთვება თავისი განცხადებებით თუ სალომე ზურაბიშვილი წერილებით, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მათ თავიანთი გეგმა აქვთ, მათ შორის, საქართველო დაპირისპირების პოლიგონი გახდა ომსა და მშვიდობას შორის.
თავიანთი გეგმა და იდეები აქვთ და ეს ყველა დანარჩენი ფიგურანტი, გარკვეული პაიკი თუ მარიონეტები არაფერს წარმოადგენდნენ არც საქართველოს ისტორიასა და პოლიტიკისთვის, მით უმეტეს, არც ევროკომისიისთვის. მათ დროებით სჭირდებათ ცალ ფეხზე მდგომი, ყურმოჭრილი ადამიანები, რომ შეასრულონ გარკვეული ამოცანა. ამ ამოცანის შესასრულებლად არის ფუთფუთი ამ გაერთიანებაში, რომელსაც „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ჰქვია.
სალომე ზურაბიშვილი არ ეშვება თავის იმ იდეას, როგორმე ზემოდან შემოახტეს ამ გაერთიანებას, რომელსაც ისედაც თავისი გეგმები აქვს და სალომე ზურაბიშვილი საერთოდ არ სჭირდება. ევროკომისიას საერთოდ არ სჭირდება არც სალომე ზურაბიშვილი და არც „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“. მათ მხოლოდ იმ ფიგურებად სჭირდებათ, რომ როგორმე თავიანთი ინტერესები და გეგმები გაჩარხონ იმ რეგიონში, სადაც მნიშვნელოვანი პოლიტიკის კონცენტრაცია მოხდება, რაც უკავშირდება აზიისა და ევროპის დაკავშირებას, ენერგორესურსების გადაზიდვებს, იმ პროექტებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის გავლით ხორციელდება. ინტერესი ეს არის და ამ ინტერესის განსახორციელებლად არის პაიკები გარეთ გამოდგმული. სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, დედოფალი იყოს, მაგრამ გუბაზ სანიკიძემ თქვა, რომ ის დედოფალი აღარ არის, ტახტიდან ჩამოაგდო“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის ნაწლთან ერთან ევროპელი ლიდერების წერილი გაუგზავნა