"რესურსი აღარ აქვთ, რომ იმუშაონ, რასაც ჰქვია პოლიტიკური მუშაობა, პარლამენტში მუშაობა. ვფიქრობ, კვლავ უნდა ველოდოთ იმას, რომ დესტაბილიზაცია იქნება ერთადერთი რესურსი, რომლითაც ისინი წარმოდგებიან საზოგადოების წინაშე". - ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
ჩვენს ქვეყანას სჭირდება განვითარებისთვის აუცილებელი ისეთი პირობები, რომელსაც ვერანაირად ვერც ერთი გადაჯგუფებული თუ გადმოჯგუფებული გუნდი ვერ შესთავაზებს. ეს სამწუხარო ფაქტია და რეალურად, ქვეყანაში ოპოზიცია არ გვყავს. გვყავს რევოლუციური კომიტეტი, რომელიც თავისი მიმართულებით კვლავ იმუშავებს“, - განაცხადა ვოლსკიმ.