ამის შესახებ  პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი აცხადებს.

"მათი მონაწილეობა ნებისმიერ პროცესში დაკავშირებულია დესტრუქციასთან, საბოტაჟთან. ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც არავის არ აურჩევია, არავის მანდატი არ მიუცია თხოულობენ ყველა სახელმწიფო გადაწყვეტილებაში მონაწილეობის მიღებას. ეს არ გამორიცხავს საექსპერტო მოსაზრებების გაზიარებას, მოსმენას, გათვალისწინებას, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა პროცესებში, როგორც სავალდებულო, რასაკვირველია, ანომალიაა და ეს ანომალია ქვეყანაში უნდა დამთავრდეს," - აცხადებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი.