ოპოზიცია აცხადებს, რომ მტკიცებულებები მათ კი არ უნდა მიიტანონ პროკურატურაში, არამედ პროკურატურამ უნდა მოიძიოს თავად.

 გიორგი ვაშაძე ამ თემასთან დაკავშირებით „ქრონიკის“ შეკითხვებს გაექცა და ჟურნალისტს თავს დაესხა.

„კარგად გაახილეთ თვალები, თუთიყუშივით ერთი და იგივე კითხვას ხუთი დღე ნუ იმეორებთ. შემდეგი კითხვა, თუ შეიძლება. როგორც კი საჯაროდ ცნობილი გახდება დანაშაული, ვალდებულია პროკურატურა გამოიძიოს. რა უნდა მივუტანოთ?! ვინ უნდა მიუტანოს?! თვითონ უნდა მომიტანოს აქ [პროკურატურამ] მტკიცებულებები“, - აღნიშნა ვაშაძე