„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჭავჭავაძის გამზირზე აქციის მონაწილეებს მიმართა, რომ ცოტა ხანში აეწყობა აპარატურა და სიტყვით გამოსვლები დაიწყება.
„სულ ცოტა ხანში აეწყობა აპარატურა და უკვე ნორმალურად მოგმართავთ, მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ბევრი აპარატურა მოგვპარეს, ქურდულად, პოლიციელებმა. გავიგე, რომ არ ისმის, ხალხნო, გადაეცით ერთმანეთს, თუ შეიძლება, აპარატურა აეწყობა. ჩვენ დღე მესამე აქ ვართ, აქ ვრჩებით, არსად მივდივართ, ვართ ყველანი ერთად. აპარატურა აეწყობა და უკვე დავიწყებთ სიტყვით მომართვას“, – მიმართა გიორგი ვაშაძემ აქციის მონაწილეებს.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირიდან მსვლელობით გადაინაცვლეს ჭავჭავაძის გამზირზე.