ჩვენი ბარიერი არის 40-45%, ამის გადალახვას ვაპირებთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„ჩვენ, „გამარჯვების კოალიციას“ გვაქვს ჩვენი ბარიერი. „ნაციონალური მოძრაობის“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ამოცანაა, გავიდეთ პირველ ადგილზე ამ არჩევნებში. ჩვენი ბარიერი ხუთი პროცენტი ვერ იქნება, ჩვენი ბარიერი არის 40-45%, რომელიც უნდა გადავლახოთ. ამის გადალახვას ვაპირებთ და აუცილებლად ხალხთან ერთად გავიმარჯვებთ. დანარჩენი, ამ ბუღალტერიაში ვერ შევალთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.