ბოკერიას პარტიას, საერთოდ ვერ გავიგე, რა უნდა, გახარიას პარტიაში კი ჯერ თავისი ლიდერი იპოვონ სად არის - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„ბოკერიას პარტიას ვერ გავიგე, საერთოდ, რა უნდა. გიორგი გახარიას პარტიაში, ჯერ თავისი ლიდერი იპოვონ, სად არის და მერე ილაპარაკონ. რამე გააკეთა ამ ხალხმა? - ჩვენ რომ გვაკრიტიკებენ თვითონ რა გააკეთეს? სამუშაო ჯგუფებმა რამე შედეგი დადო? ომბუდსმენი სად არის? ავირჩიეთ? სასამართლო რეფორმა და დეოლიგარქიზაცია სად არის? დეკემბრამდე რეფორმები უნდა დადებულიყო, არ დაიდო. ამ ხალხმა, ჩემი აზრით, ბოდიში უნდა მოიხადოს და დატოვოს სამუშაო ჯგუფები.
ნუ მივცემთ ცალკეულ პატარა პატარა ადამიანებს ჩვენს შორის განხეთქილების შემოტანის შესაძლებლობას. მე მიხარია, რომ მათ მეტი არავინ არ აღმოჩნდა 24 თებერვლის აქციის წინააღმდეგი. 24 თებერვლის აქციაზე ოპოზიციური სპექტრის ძირითადი აქტორები იქნებიან, ვინც არ იქნება, თავის თავს დააბრალოს. ეგენი შარშანაც არ იყვნენ 20 ივნისს და რამე დააკლდა იმ აქციას? ხალხის რაოდენობა იყო ცოტა? - თავი დაგვანებონ რა. თვითონ რას აკეთებენ გვითხრან, ყავას რომ სვამენ პაპუაშვილთან - იმ მართლა ოროსან, არაფრისმაქნისთან ერთად. ერთი ხელმოწერის უფლება აქვს, რომ შემიშვას პატიმართან და იმაზეც რომ უარს მეუბნება პაპუაშვილი - ეს პატარა ბავშვი, მართლა პატარა, პატარა კაცი. იმდენად პატარა კაცია პარლამენტის თავმჯდომარე, რომ გვარამიასთან და სააკაშვილთან შესვლაზე უარს მეუბნება. იმასთან ერთად რომ ყავას სვამენ, რამე საქმეც გააკეთონ რა, ნუ შეგვჭამეს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.